რეფლექსია
ჩემს მიერ შექმნილი რესურსის მიზანი იყო მე-8 კლასელთათვის უფრო საინტერესოდ
და თვალსაჩინოდ გადმომეცა ინგლისის ისტორიის
ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი - ტიუდორთა
ეპოქა. შევეცადე ამ რესურსის გამოყენებით მოსწავლეებს
უფრო საფუძვლიანად შეესწავლათ ცალკეული მეფის დამახასიათებელი თავისებურებები.
ტიუდორი მონარქების შესახებ
დამატებითი ისტორიული ინფორმაციების გამოყენებამ
დიდი დახმარება გამიწია დასახული მიზნის მიღწევაში. სკოლის სახელმძღვანელოთი ადრე მწირი ინფორმაციები სრულფასოვან პოლიტიკურ
სურათს არ ქმნიდა ამ დინასტიის მეფეთა პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, მხოლოდ რამდენიმე ტიუდორი
მეფის მოკლე მიმოხილვით ვიფარგლებოდით, ამ რესურსის გამოყენებით კი საგაკვეთილო დრო
მაქსიმალურად ნაყოფიერად და საინტერესოდ გამოვიყენე.
ინტერაქტიული გამოკითხვის საშუალებით შევძელი შემეჯამებინა
მოსწავლეთა წინარე ცოდნა ინგლისის ისტორიიდან, ხოლო ახალი მასალა ავხსენი ტიუდორთა
დინასტიის მონარქების მოღვაწეობის ამსახველი
ისტორიული ფაქტების დახმარებით, მისი გააანალიზებით და ისტორიული მნიშვნელობით.
ჩემს მიერ შექმნილი რესურსი
მიესადაგება ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევ მიზანს
ისტ.VIII.1.
მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან.
ელექტრონული რესურსით სარგებლობა
შეუძლიათ ისტორიის მასწავლებლებს მე-8 ან ნებისმიერი
კლასის მოსწავლეებისათვის ინგლისის ტიუდორი მონარქების ისტორიის სწავლებისას.
ამ თემაზე მუშაობა დიდ შრომას და დაკვირვებას მოითხოვს. რესურსი გაუადვილებს
მოსწავლეებს სიღრმისეულად შეისწავლონ ინგლისის პოლიტიკური ისტორია ტიუდორთა მმართველობის
ხანაში. ჩემს მიერ შექმნილი რესურსი დამატებითი ისტორიული ინფორმაციების და ილუსტრაციების
გამოყენებით უფრო თვალსაჩინოს და საინტერესოს
გახდის ინგლისში ტიუდორი მონარქების საგარეო
და საშინაო პოლიტიკას , მათ თავისებურებებს
და მოღვაწეობას.
ელექტრონული რესურსი მოსწავლეებს
საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად შეძლონ ტიუდორთა
დინასტიის მეფეთა პოლიტიკური პორტრეტის დახატვა,
მათი მსგავსება- განსხვავების და დამსახურების შეფასება და გაანალიზება.
ელექტრონული რესურსი შეიძლება
გამოყენებულ იქნეს გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაში.
მისი დახმარებით მოსწავლე შეძლებს პროგრამით მიღებული ცოდნის გაღრმავებას, სწორი
ქრონოლოგიით სტრუქტურირებას, მეფე - მონარქების ერთმანეთთან კანონზომიერად დაკავშირებას.
ასევე მისი გამოყენება შეუძლიათ სხვა თემებზე
მუშაობისას, მაგ: საფრანგეთის აბსოლუტური მონარქების მმართველობასთან შედარებისას.
ელექტრონული რესურსით ასევე
შეიძლება ისარგებლოს სხვა საგნის მასწავლებელმა.
იგი დახმარებას გაუწევს ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელს შეადაროს ერთმანეთს ინგლისის დედოფალი ელისაბედისა და საქართველოს
დედოფალ თამარის“ ოქროს ხანა“, შეაფასოს ამ ორი უძლიერესი დედოფლის პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი
მოღვაწეობა.
ელექტრონული რესურსი განთავსებულია
შემდეგ ბლოგზე: https://drive.google.com/file/d/1J6vwZK368cebITbg6LlpqNO9omPL1vnn/view
ელექტრონული რესურსის გამოყენებით
ასევე გამიადვილდა იმის გარკვევა, თუ როგორ შეძლეს მოსწავლეებმა ახალი მასალის ათვისება და უკვე ნასწავლ საკითხებთან დაკავშირება.
მთავარი ის არის, რომ ამ რესურსის
გამოყენებამ უფრო სახალისო და მრავალფეროვანი გახადა საგაკვეთილო პროცესი და ყველა
მოსწავლე სიამოვნებით და ინტერესით იღებდა
მონაწილეობას.