Tuesday, May 15, 2018

ჯვაროსნები

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ლიანა ტუკვაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქ.თბილისი
სკოლა
59 -ე
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ჯვაროსნები

პრობლემის აქტუალობა და პროექტის შინაარსი

1)    პროექტი აქტუალურია იმით,რომ მოსწავლეების მიერ დამუშავებული სხვადასხვა ისტორიულ- ფაქტობრივი ინფორმაციების  ურთიერთ გაზიარება ხელს შეუწყობს ჯვაროსნებისა და მათ მიერ მოწყობილი ლაშქრობების შესახებ სიღრმისეული ცოდნის მიღებას, კრიტიკული ანალიზისა და  სწორი შეფასების, ურთიერთთანამშრომლობისა და  კრეატიული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას.
საგანი/საგნები
ისტორია
საფეხური/კლასი
მე-8
პროექტის განხორციელების დრო
1 თვე
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
 ისტ.VIII.6.
მოსწავლეს შეუძლია   შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და  შედეგები

ინდიკატორები:

·         ინდივიდუალურად ან კლასში ჯგუფური მუშაობისას ცხრილის საშუალებით აჯგუფებს სხვადასხვა ომის (კონფლიქტის) დაწყების მიზეზებსა და საბაბს
·         ირჩევს ერთ-ერთ ბრძოლას (ან საომარ კამპანიას) და წერილობით მსჯელობს მასში მხედართმთავრის როლზე

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
 მოსწავლეები მოიძიებენ და შეისწავლიან ისტორიულ- ფაქტობრივ ინფორმაციებს მე-11 საუკუნის მსოფლიოს პოლიტიკური და რელიოგიური ისტორიიდან, იმსჯელებენ იმ მიზეზებზე, რამაც  გამოიწვია ჯვაროსნული ლაშქრობების დაწყება ევროპაში, ასევე აღწერენ თანმიმდევრობით მის მიომდინარეობას და მონაწილე ქვეყნებს, გააანალიზებენ ჯვაროსნული ომ ების  ნამდვილ მიზნებს და შეაფასებენ მის მსოფლიო- ისტორიულ მნიშვნელობას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი კითხვა

თემატური კითხვები
რატომ დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები?
რა მ იზნებს ისახავდნენ ჯვაროსნები?
რა შედეგებით დამთავრდა ეს ომები?



 შინაარსობრივი      კითხვები
რამდენად შეასრულეს თავიანთი მისია ჯვაროსნებმა  და რითი განსხვავდებოდნენ ისინი მუსლიმი ურჯულოებისაგან?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
გონებრივი იერიში
მოსწავლეების ნამუშევრების შემოწმება
თვალსაჩინოდ დაწერილი საკითხი ,ფორმ,ატის ფურცელზე, მოსწავლეების ნამუშევრების შემოქმება
პროექტის მსვლელობისას
თანასწორთა უკუკავშირი
თვითთშეფასება და რეფლექსია
დღიური
სტრუიქტურირებული ინტერვიუები და  დაკვირვება
ფორმა
მინიშნებები
ფორმა
მასწავლებლისა და მოსწავლის დაკვირვება
პროექტის დასრულების შემდეგ
დოკ. ფილმი
შეფასების სქემა
შეფასების მოკლე მონახაზი
პროექტის დასაწყისში დავსვამ კითხვას „რატომ დაიწყო ევროპაში ჯვაროსნული ლაშქრობები?
ნამუშევრების მიხედვით დავადგენ მათ ცოდნას.
თითოეული აქტივობის შემდეგ მოსწავლეები შეაფასებენ შესრულებულ სამუშაოს და მისცემენ რჩევებს ერთმანეთს, ასევე გააკეთებენ თვითშეფასებას.
 მოსწავლეების ერთი ჯგუფი  მოამზადებს თვალსაჩინოებებს ჯვაროსნებზე, მეორე ჯგუფი იმუშავებს  სლაიდ- შოუზე და ფილმზე, ძირითადი ნაწილი კი დაამუშავებს და მოამზადებს პრეზენტაციებს.
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ ჯვაროსნული ლასქრობების დაწყების წინ ევროპასა და ბიზანტიის იმპერიაში შექმნილი რელიგიურ- პოლიტიკური მდგომარეობა.
სასწავლო პროცედურები
გონებრივი იერიშის სახით გავმართავ დისკუსიას ზოგად კითხვაზე“ რატომ დაიწყო ევროპაში ჯვაროსნული ლაშქრობები?
მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს:
        1)ვინ მოუწოდა ევროპას ჯვაროსნული ომებისაკენ და რატომ?
        2)რა იყო ჯვაროსანთა მიზნები ?
        3)როგორ განვითარდა ეტაპობრივად ლაშქრობები და ვინ რა როლი შეასრულა მასში?
        4)რა როლი შეასრულეს ჯვაროსნებმა  ქრისტიანული სამყაროს ისტორიაში?
მოსწავლეებს გავახსენებ ბიზანტიის იმპერიის რელიგიურ და პოლიტიკურ პრობლემებს, რამაც აიძულა ბიზანტიის იმპერატორი დახმარება ეთხოვა რომის პაპისათვის, ასევე პაპ ურბან მე-2 ის მოწოდებაზე ევროპელი მონარქების  ამ ომში მონაწილეობის მიზნებსა და ნამდვილ ზრახვებს.
 კლასს დავყოფ ჯგუფებად და დავავალებ თითოეულ ჯგუფს მოიძიონ და შეისწავლონ ისტორიულ- ფაქტობრივი ინფორმაციები ჯვაროსნული ომების ისტორიიდან.
 მოსწავლეები მოიძიებენ და საფუძვლიანად შეისწავლიან სხვადასხვა მასალებს და წარმოადგენენ პრეზენტაციებს ჯვაროსნული ომების შ ესახებ, სადაც იმსჯელებენ მის მიზეზებზე, მიმდინარეობაზე, ჯვაროსანთა ნამდვილ ზრახვებზე, გააანალიზებენ პირველი და მე-4 ჯვაროსნული ლაშქრობების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჯვაროსანთა რეალური მიზნის დასანახად სწორად და ობიექტურად შეაფასებენ   ჯვაროსნული ომების ისტორიულ მნიშვნელობას.
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არ მყავს
არაქართულენოვანიმოსწავლეები(მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
არ მყავს
ნიჭიერი მოსწავლეები
დავავალებ სიღრმისეულ კვლკევას
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა(მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები

ინვენტარი/მასალები
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტ-მასალები, თაბახები.
ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
სლაიდ-შოუ დოკუმენტური ფილმი და კედლის გაზეთები
                                              





















                                                      პროექტის რეფლექსია

     2017 წლის 13 ნოემბერს 59- საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სასწავლო       პროექტი-“ჯვაროსნები
პროექტის მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა მოიძიეს და საფუძვლიანად შეისწავლეს ჯვაროსანთა ეპოქა, იმსჯელეს ჯვაროსნული ლაშქრობების გამომწვევ მიზეზებზე, პრეზენტაციებში სათანადო ყურადღება გაამახვილეს თითოეული ლაშქრობის მონაწილეებზე და მიმდინარეობაზე, მის შედეგებზე,          ,ასევე სლაიდ-შოუს და დოკუმენტური ფილმის  ჩვენებით გააანალიზეს და სწორად შეაფასეს ჯვაროსნების მიერ წამოწყებული ომების ნამდვილი მიზნები და მისი მსოფლიო ისტორიული მნიშვნელობა.
მოსწავლეებმა განსაკუთრებული ცოდნა გამოავლინეს ისტორიულ-ფაქტობრივი ინფორმაციებისსწორად ჩამოაყალიბეს და ქრონოლოგიურად დაალაგეს რვა ჯვაროსნული ლაშქრობის წამყვანი მონაწილეები, მათი განსხვავებული მიზნები და მოულოდნელი შედეგები, თამამად გამოთქვეს საკუთარი აზრი და კრიტიკულად შეაფასეს ჯვაროსანი მეფეების და რაინდების არა ქრისტიანული ქმედება და ღალატი ქრისტესადმი, თუმცა მისი დადებითი  შედეგებიც  აღნიშნეს. ,ასევე თვალსაჩინოებების სახით  სიმბოლურად და  დეტალურად წარმოადგინეს ჯვაროსნების ყალბი მისია.
მომავალი პროექტის მომზადებისას აუცილებლად გავითვალისწინებ თითოეული მოსწავლის  ინდივიდუალური ცოდნის დონეს და საპრეზენტაციო უნარ- ჩვევებსშესაბამისად უფრო მეტად ვიმუშავებ ამ მიმართულებით.

                        

No comments:

Post a Comment